თეგი: „ღირსეული პარტნიორი 2022“

ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროების გარბენით აღინიშნა

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

კელი დეგნანი: „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ საქართველოს შესაძლებლობები

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი: ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია! მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით უწყების ცნობით, სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT). როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-ის ერთგულების სიმბოლოა. „სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს. „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, NATO-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს. საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და NATO-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე, სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნდობის ჩამოყალიბებას. „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, უფრო თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა. გენერალ-მაიორ ჯეფრი ბროუდვოთერის განცხადებით, სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია „დღეს ჩვენ ვიმყოფებით „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აშშ-ის ევროპის სარდლობის, ჯორჯიის შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ასევე 19 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კომბინირებული ოპერაციები განახორციელეს. ამით მათ ხელი შეუწყვეს მრავალეროვნული და რეგიონული დონის ურთიერთთავსებადობას. მათ გააძლიერეს მზადყოფნა მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მეშვეობით. მჯერა, სწავლების მეშვეობით თოთოეულმა მონაწილე ქვეყანამ განავითარა ნდობა და გააძლიერა პარტნიორობა“, – განაცხადა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.